Wednesday, April 21, 2010

პროექტ ,,ღარიბაღელეს”შეფასება

გავეცანი პროექტ ,,ღარიბაღელეს”და შემიძლია ვთქვა,რომ
მართლაც საინტერესოდ აქვთ მოძიებული და
დახარისხებული მასალები არსებულ თემასთან
დაკავშირებით.ამ პროექტის გაცნობის შემდეგ უფრო ნათლად
ჩამომიყალიბდა შეხედულება თუ როგორ შეიძლება
განხორციელდეს პროექტი ისე,რომ იყოს საინტერესო და
სასარგებლო,როგორც პროექტის მონაწილეებისათვის,ასევე
ზოგადად მოსახლეობისთვისაც.ასეთი დავალებების
შესრულება ვფიქრობ რომ ბევრის მომცემია ცხოვრებაში.

იხილეთ დოკუმენტი



Monday, April 19, 2010

ჩემი შეხედულებ ბატონ ჯემალის ბლოგთან დაკავშირებით

გავეცანი ბატონ ჯემალის ბლოგს.ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემებია თავმოყრილი მომავალი პედაგოგებისთვის და ყველას ვურჩევ,რომ დაკვირვებით გაეცნონ.დაწვრილებით არის მოცემული,თუ როგორი უნდა იყოს პედაგოგი მოსწავლეებთან მიმართებაში,როგორ უნდა მიაჩვიოს პედაგოგმა ბავშვი დამოუკიდებელ სწავლას.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება უფრო მეტ შედეგს გვაძლევს,ვიდრე მასწავლებელზე ორიენტირებული.

”მე ვიკვლევ”სტრატეგია

”მე ვიკვლევ”სამეცნიერო- კვლევითი მუშაობის სასკოლო დონეზე რეალიზების ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა.ამ სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეულ მოსწავლესთან,ისე წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.

”მე ვიკვლევ”სტრატეგია ეფექტურად გამოიყენება საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად,როცა მოსწავლეები გრძელვადიან სასწავლო ამოცანებს ისახავენ და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ დაგეგმილ შედეგებს.საინფორმაციო ტექნოლოგიების(კომპიუტერისა და ინტერნეტის)გამოყენებით მასწავლებლებს შეუძლიათ,კიდევ უფრო გაამდიდრონ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების დიაპაზონი.ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში,წერენ ელექტრონულ წერილებს,შეაქვთ ტექსტები კომპიუტერში,ამზადებენ Power Point პრეზენტაციებს,ქმნიან ვებ-ბლოგებს და ა.შ.

”მე ვიკვლევ” სტრატეგიის მიხედვით,სამუშაო ოთხ ძირითად საფეხურად იყოფა:

საფეხური1-მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ამა თუ იმ საინტერესო თემას და მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ საკითხებს.მოსწავლეები ცდილობენ გაიხსენონ,რა იციან ამ თემის გარშემო.საფეხურის დასასრულს მოსწავლეები აყალიბებენ შეკითხვებს,რომელიც მათთვის საინტერესოა და განხილულ თემას უკავშირდება.მოსწავლეები შეარჩევენ და დააზუსტებენ ერთ კონკრეტულ შეკითხვას,რომელიც შემდგომში კვლევით მუშაობას დაუდებს სათავეს.მოსწავლეები წერენ,თუ რატომ აირჩიეს ეს შეკითხვა.შეკითხვის ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლებელია სავარაუდო პასუხის მოფიქრება.მოგვიანებით მოსწავლეები კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს შეადარებენ სავარაუდო პასუხებს.

საფეხური2-მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას.გეგმაში აღწერილია კვლევის პროცესის ყველა ნაბიჯი(მაგ.ლიტერატურის დამუშავება,ინტერვიუების აღება,გამოკითხვის ჩატარება და სხვ.)

საფეხური3-მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წინა საფეხურზე შემუშავებული გეგმის მიხედვით.ამასთან,ისინი აანალიზებენ და შეაჯერებენ ინფორმაციას ცოდნის კონსტრუირების მიზნით.იწყება პირველი ჩანაწერების კეთება და მსჯელობა ტექსტის სტრუქტურირებაზე.

საფეხური4-მოსწავლეები ქმნიან ”მე ვიკვლევ” პროექტის ანგარიშს.ანგარიშის ტექსტი ხუთი ნაწილისაგან შედგება.ესენია:1. ჩემი კვლევითი შეკითხვა, 2.კვლევის პროცესი, 3.რა ვისწავლე, 4.რას ნიშნავს ეს ჩემთვის, 5.გამოყენებული ლიტერატურა.ანგარიშზე დაყრდნობით სასურველია გაკეთდეს პრეზენტაცია,ვებ-საიტი,პლაკატი და ა.შ.

საფეხური და აქტივობები

საფეხური1.თემის შერჩევა.

თემის შერჩევა დაიწყო კითხვის დასმით: ,,რა სახის ტკბილეული ვიცით?”შემდეგ გამოთქმული მოსაზრებები დავყავით კატეგორიებად:1)სითხე,2)ცომეული, 3)მყარი ცომეული, 4)ხილი.ჩამოვაყალიბეთ შემდეგი შეკითხვა,რაც კვლევით მუშაობაში დაგვეხმარებოდა:,,რაც უფრო ძვირია ხილი მით უფრო გემრიელია?”გამოვთქვით სავარაუდო მოსაზრებები.

საფეხური2.კვლევის გეგმის ჩამოყალიბება.

სტუდენტებმა წინასწარ ჩამოვაყალიბეთ კვლევის გეგმა,თუ როგორი სახით უნდა ჩატარებულიყო,სად უნდა ჩატარებულიყო კვლევა.კვლევა ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვით,ინტერვიუს სახით სხვადასხვა პუნქტებში.

საფეხური3.ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო მოგვეძიებინა ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე მოსახლეობის გამოკითხვით,მიღებული ინფორმაცია შეგვედარებინა ერთმანეთისთვის და აქედან გამომდინარე გაგვეცა ზემოთ დასმული შეკითხვისათვის პასუხი.

საფეხური4.კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება.

გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ჩვენ შევაჯამეთ მიღებული ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით წარვადგინეთ.ვისწავლეთ თუ როგორ და რა სახით არის შესაძლებელი კვლევის ჩატარება და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში.

იდეები ისტ-ის ინტეგრირებისათვის

საფეხური1.თემის შერჩევა.


თემის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.არსებულ თემასთან დაკავშირებით ყალიბდება შეკითხვა,რაც ხელს შეუწყობს კვლევის წარმატებულად ჩატარებას.

საფეხური2.კვლევის გეგმის ჩამოყალიბება.

ინდივიდუალურად ხდება კვლევის გეგმის ჩამოყალიბება,რა საშუალებით ვიკვლევთ?მაგ:ინტერნეტში ვეძებთ მასალას და ვამუშავებთ.შესაძლებელი პირად ვებ-გვერდზე გამოკითხვის ჩატარება.

საფეხური3.ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.

მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ხდება შედარება მოძიებულ ინფორმაციასთან.შესაძლებელია სურათების დართვა























Wednesday, April 7, 2010

რა მომწონს ლექციებზე და რის შეცვლას ვისურვებდი?

საინტერესო ლექციაა.მაქვს პერსონალური ბლოგი,სადაც შემიძლია განვათავსო ყველა ის ინფორმაცია,რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის.ვსწავლობ პროექტებზე მუშაობას,შემიძლია მოვიძიო მეტი ინფორმაცია არსებულ თემასთან დაკავშირებით.ვფიქრობ ამ კურსის გავლის შემდეგ შემეძლება,როგორც მასწავლებელს გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვა,მიღებული ცოდნის გამოყენებით..

7 აპრილის ლექცია

მე ვარ ნინო კოკაია.დღეს ვესწრები ლექციას:,,საინფორმაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში".