Friday, June 4, 2010

ჩემი სახელი მსოფლიოში

თემის შერჩევა:მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო თემას,რომელიც დაფაზე იწერება.საინტერესო თემის მაგალითები:,,ტიტები და ნარცისები”, ,,ჩემი სახელი მსოფლიოში”, ,,ხაჭაპური”.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ მათთვის ყველაზე საინტერესო თემას.საბოლოოდ მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას თემაზე: ,,ჩემი სახელი მსოფლიოში”.იმისათვის რომ თემას უფრო კონკრეტული სახე მიეცეს,მოსწავლეები სვამენ თემასთან არსებულ შეკითხვებს,რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას.
მაგალითად:რა იციან მათი სახელის შესახებ?რა მნიშვნელობის მატარებელია მათი სახელი?
რამდენად გავრცელებულია და ა.შ. შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ინაწილებენ თემის შეკითხვებს,ასევე ხდება ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (ვის რა როლი ეკისრება,ამაზე თვითონ მოსწავლეები იზრუნებენ).
წინასწარ მასწავლებელი მიუთითებს,თუ რომელი წყაროებიდან შეძლებენ მასალის მოძიებას,რათა შემდეგ ადვილად შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა.
თემის მნიშვნელობა: მოსწავლეები მოიძიებენ საკუთარი სახელის წარმოშობის ისტორიას,საიდან მომდინარეობს,მიიღებენ მეტ ინფორმაციას,რაც აქმდე უცნობი იყო მათი სახელის ისტორიის შესახებ.შეძლებენ მოძიებული მასალის დახარისხებას და ერთმანეთში გაცვლას.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების უნარი,მსჯელობის უნარი.
შესაძლო აქტივობები:მოსწავლეები მოიძიებენ არსებულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მასალებს(ელექტრონული,სახელმძღვანელოს სახით),შექმნიან ვებ-გვერდს,ბლოგს,სადაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას დამუშავებული სახით,სურათებს,ჩაატარებენ გამოკითხვას.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები შეძლებენ მოძიებული ინფორმაცია გააცნონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.დაინახონ მათ შორის მსგავსება და განსხვავება,შეიძინონ მეტი მეგობრები და სხვ.
შეფასება:მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი ქულების მიხედვით:A-საუკეთესო,B-კარგი,C-საშუალო,D-დაბალი.საუკეთესო ქულა დაიწერება იმ სემთხვევაში,თუ მოსწავლე პრეზენტაციისას ინფორმაციას წარმოადგენს ლოგიკურად და საინტერესოდ.ფლობს იმაზე მეტ ინფორმაციას(დამატებით),რაც საჭიროა.კარგი ქულით შეფასდება ის მოსწავლე,რომელიც მოძიებულ ინფორმაციას საინტერესოდ და ლოგიკურად წარმოადგენს და დამატებითი ინფორმაციაც ექნება.საშუალო შეფასება დაიწერება იმ შემთხვევაში,თუ მოსწავლე ნორმალურად აყალიბებს საკუთარ აზრს,მაგრამ ინფორმაციას ვერ ფლობს სათანადო დონეზე.დაბალი ქულა დაიწერება იმ შემთხვევაში,თუ მოსწავლე ბუნდოვნად აყალიბებს თავის აზრს და დამატებით მასალაზე საუბარი უჭირს.

No comments:

Post a Comment